აკა მორჩილაძე - „თბილისის კართან“ - V სერია

თბილისის განსაკუთრებული უბანი, „ნახალოვკა“ და თბილისის რკინიგზის სახელოსნოები იყო ორი რამ, ძველ თბილისს რომ ახალი ნიშანი დაადო. პირველმა სამუდამოდ შეცვალა ქალაქის იერი და შინაგანი წყობა, მეორემ კი, ქვეყანა.

პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი.
რეჟისორი – გიორგი ებრალიძე.

პროექტის მიზანია, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში თბილისის სახეცვლილების, გარეგნული იერის და შინაგანი სამყაროს ჩამოყალიბების, კულტურული და სულიერი გადასხვაფერების ისტორიის წარმოჩენა, თბილისის გამქრალი, ერთ დროს უმნიშვნელოვანესი, დღეს არსგამოცლილი ისტორიული ადგილების გახსენება.

ქალაქზე დაშენებული ქალაქი. უბრალო ხალხი – ყოფით, ცხოვრებით, გართობით და წეს-ჩვეულებებით. თბილისის, როგორც ისტორიის სიკვდილი და ახალი ისტორიის შექმნა.

თბილისის კართან

იონას საქართველო

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები

სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები

საქართველოს ისტორია

 

დატოვე კომენტარი