აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედისა და ბიძის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.

ადვოკატებმა აღმკვეთი ღონისძიების ფორმის პატიმრობის, გირაოთი შეცვლა მოითხოვეს. თუმცა მოსამართლემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. პროკურატურის მოთხოვნით მოსამართლემ   ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 11 ოქტომბერს შეუფარდა. მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, ბრალს არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვი კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ის რამდენიმე დღეში დააკავეს.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს.