„აირჩიე საქართველო“ - ახალი ტურისტული კამპანია

აირჩიე საქართველო“,  „აირჩიე ბათუმი“ –  ახალი კამპანია დაიწყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა.  15 ცნობილი ქართველი, მათ შორის მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი აჭარის სხვადასხვა ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით, საკუთარ ემოციებს იხსნებს და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. ონლაინ კამპანიის მთავარი გზავნილია – აირჩიე საქართველო, რაც აჭარის ტურისტული ადგილებისა და პერსონაჟების მიხედვით იცვლება.