„აიცერი, ვაქცინა გვიცავს“

36 საათი საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან.

ორ დღეში აცრილია 1 375 სამედიცინო მუშაკი. სპეციალურ პლატფორმაზე ასაცრელად დარეგისტრირებულია 4 532 ადამიანი. აცრის მსურველთა მაჩვენებელი დაბალია, რადგან ასათვისებელია „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა. ამიტომ აქტიურდება კამპანია „აიცერი, ვაქცინა გვიცავს“. ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები კოლეგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ შეზღუდვების მოხსნის და კორონავირუსის ახალი, ბევრად საშიში შტამების გავრცელების ფონზე აცრა პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილ ვაქცინაზე მიმართვიანობა იმდენად დაბალია, რომ შესაძლოა ვაქცინაციის გეგმაში ცვლილებები შევიდეს და მეორე ეტაპზე გათვალისწინებული ასაკობრივი ჯგუფების რიგმა გადმოიწიოს.