ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მადლობას უხდის ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ისრაელზე განხორციელებული საპასუხო თავდასხმისთვის. ხამენეი ასევე მოუწოდებს მათ დაუღალავად ისწრაფონ სამხედრო ინოვაციებისკენ და შეისწავლონ მტრის ტაქტიკები. „რამდენი რაკეტა იქნა გაშვებული და რამდენმა მიაღწია სამიზნეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ირანმა ამ ოპერაციის დროს ნებისყოფა გამოავლინა”, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი. შეგახსენებთ, ისრაელის მიერ ირანის საკონსულოზე განხორციელებული ავიადარტყმის საპასუხოდ, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით მასირებული იერიში მიიტანა.