ჰაიდი ტალიავინის ინტერვიუ მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად იქცა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ საჯარო სამართლებრივი დავა დაიწყოს.
„ქართული ოცნება“, რომელიც ბოლო დღეებია სააკაშვილის გუნდს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს, პირდაპირ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი წინასწარ განსაზღვრული გეგმით მოქმედებდა, რამაც ოკუპანტს საქართველოში შემოჭრის საბაბი მისცა, ქვეყანას კი ტერიტორიები დააკარგვინა. ვინ ჩაიდინა მოღალატეობრივი დანაშაული, – როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ ამ კითხვას პასუხს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გასცემს. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც მმართველი გუნდის განცხადებებს წინასაარჩვენო კამპანიის ნაწილად აცხადებენ.