შიდა ქართლში გამგზავრებადე ქვეყნის პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი დღეს გვირგვინებით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა. პატივის მისაგებად მივიდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ დილიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.