გახშირებული სტიქიების ფონზე გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი აგროდაზღვევის პროგრამაში.
ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის შესამცირებლად სახელმწიფო პროგრამის გაფართოება იგეგმება. დღეს მოქმედი სადაზღვევო სისტემა პოლისებს მფლობელებს სტიქიის რისკებისგან აზღვევს, თუმცა ყველა კლიმატურ რისკს არ მოიცავს, დაზღვევა არც ყველა კულტურაზე ვრცელდება. ცალკე პრობლემაა ზარალის შეფასების გაჭიანურება და ზუსტი აღრიცხვა.