აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ესწრებოდა. აგროდაზღვევის სტრატეგიის პროექტის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის ზრდას, რისკების მართვის თანამედროვე მექანიზმების გამოყენებასა და ზარალის შეფასების ახალი სისტემის შემუშავებას.
მოამბე