მოსწავლეთა მიმართ ძალადობის შესახებ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშმა გვიჩვენა, რომ სკოლებში ძალადობის განმახორციელებლები ყველაზე ხშირად სწორედ მასწავლებლები არიან.
„ახალი კვირა“ თბილისსა და რეგიონში რამდენიმე სკოლასა და ბაღს ესტუმრა და გაარკვია, რა მეთოდს იყენებენ მასწავლებლები და მშობლები ბავშვის დასასჯელად.
თქვენ მოისმენთ, მასწავლებლების მხრიდან ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებს.
რას ყვებიან დაზარალებული ბავშვების მშობლები და აგებს თუ არა ვინმე მსგავს ფაქტებზე პასუხს.