აღმოჩენა თელავში

ახალი აღმოჩენა კახეთში. არქეოლოგებმა თელავში, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნით დათარიღებულ კვირიკე დიდის სავარაუდო სასახლის ფრაგმენტებს მიაკვლიეს.

ექსპედიციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღმოჩენილია უძველესი ნაშთები, რომლებიც არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ დაკონსერვდება. არქეოლოგები მუშაობენ აგრეთვე ქალაქის დასავლეთით, ე.წ. დაბახნების დასახლებაში, სადაც მე-5-7 საუკუნეებით დათარიღებულ რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებს მიაგნეს.

გიორგი ლაღიაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, თელავში აღმოჩენილი ისტორიული ნაგებობები როგორც ტურისტული, ისე არქეოლოგიური თვალსაზრისით ახალი რუკის შექმნის საფუძველი გახდეს.

ქალაქის ძველ უბნებში არქეოლოგიურ გათხრებს თელავის მერია აფინანსებს.