ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ბონდის მღვიმეში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ათი ათასი წლით თარიღდება. მასალა ახლა ჭიათურის კულტურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. ბონდის მღვიმეში, როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა მღვიმეებში სხვადასხვა დროს, არაერთი უნიკალური მასალაა აღმოჩენილი, რომელიც პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისა და ქვის ხანაში მისი განვითარების ეტაპების შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემს.
ანა მასხარაშვილი და გიორგი ბაზერაშვილი გვიამბობენ ახალი აღმოჩენისა და ისტორიული მღვიმეების შესახებ.