აღკვეთის ღონისძიება

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთში მკვლელობის საქმეზე დაკავებული შალვა შალიკშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. პროცესი დისტანციურად გაიმართა. ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო შესთავაზეს, თუმცა იგი არ დაკმაყოფილდა და შალიკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 4 თებერვალს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატები სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

მოამბე