ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული კრამიტის მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ამ ცნობით, პროცესი არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების სრული მეთვალყურეობის ქვეშაა. გადაუდებელი სამუშაო კი სპეციალისტების დადგენილია. კვლევის მიხედვით, ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენის გადახურვის სტრუქტურა და სტოას კრამიტის გადახურვა საჭიროებს სრულად შეცვლას. დაწყებულია ალავერდის საკათედრო ტაძრის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის გადახურვასთან დაკავშირებული კვლევით-საპროექტო სამუშაოები და სარესტავრაციო მეთოდოლოგიის შემუშავება.
ტაძარი 25 ივნისის ქარბორბალამ დააზიანა.