ჩაკეტილი საჰაერო სივრცე იხსნება.
თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ 19 მაისს საქართველო რუსეთიდან პირველ თვითმფრინავს მიიღებს. „აზიმუტ ეარლაინსი“ ამ ეტაპზე პირველია იმ რუსულ კომპანიებს შორის, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართულებით რეგულარულ ავია-რეისებს იწყებს. ფრენების ნებართვის მოპოვებისთანავე კომპანია სკანდალში გაეხვა. საკუთარ ვებ-გვერდზე მას საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ქვეყნების სიაში ჰქონდა მითითებული, თუმცა ამ დროისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩამონათვალში აღარ იძებნება. რუსული ავიაკომპანიის გარდა კვირაში შვიდჯერ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით იფრენს ქართული „ჯორჯიან ეარვეისიც“. რუსეთის მხრიდან 2019 წელს ცალმხრივად შეწყვეტილი და წინა კვირას აღდგენილი ავია-მიმოსვლა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში რჩება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში თბილისმა ბრიუსელიდან დღეს მორიგი გამაფრთხილებელი გზავნილი მიიღო.