ბათუმის საზაფხულო თეატრში აფრო-ამერიკული მრავალხმიანობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მსმენელის წინაშე აფრო-ამერიკული მუსიკის ექსპერტი, დოქტორი კატი ბულოკი წარდგა. მასთან ერთად სცენაზე გამოვიდნენ პროექტში მონაწილე სხვა ქართველი მუსიკოსები და მუსიკის მოყვარულები. კატი ბულოკმა გუნდთან ერთად 15 ნომერი შეასრულა. აფრო-ამერიკული საღამო „განსხვავებული ფესვების, საერთო ღირებულებების“ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველოსა“ და ამერიკის ელჩის გრანტის მეშვეობით განხორციელდა. აფრო-ამერიკული მუსიკის დღეებისთვის მზადება 29 სექტემბერს დაიწყო და თითქმის ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.