„აფრენამდე დარჩა 5 წუთი“ – ამ სახელწოდებით, თეიკო ანჯაფარიძის სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურმა მუზეუმმა უმასპინძლა. კრებული 12 შეხვედრისა და განშორების ისტორიას აერთიანებს, ყველა ამბავი აეროპორტში ხდება. წიგნში, თითოეული ამბის წინ, მკითხველს ქაღალდის თვითმფრინავის ნაწილის ჩანახატი და აწყობის ინსტრუქცია დახვდება. კრებული სკოლა-სახელოსნო „ფასკუნჯში“ შეიქმნა.