27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. პანდემიის გამო, თარიღი პომპეზურად არ აღინიშნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, სადაც აფხაზურ ენას დაარსების პირველივე წლიდან ასწავლიან, გამოფენა მოეწყო. საგამოფენო სივრცეში აფხაზურ ენაზე გამოცემული ისტორიული წიგნები და ხელნაწერები წარმოადგინეს.