თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე უნივერსიტეტში დაცული ისტორიული დოკუმენტები, აფხაზურ ენაზე წიგნები, ასევე დიმიტრი გულიასა და გიორგი ახვლედიანის წერილები გამოიფინა.
გარდა ამისა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური დღისადმი მიძღვნილი ონლაინკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე აფხაზური ენის გადარჩენის ერთწლიანი მუშაობა შეჯამდა.