აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია რუსეთ-აფხაზეთს შორის 12 ნოემბერს გაფორმებულ პროგრამაზე საუბრობს და მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს. ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი აფხაზეთს გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ სოციალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას სთავაზობს. გამახარია განმარტავს, რომ რუსეთმა შექმნილი ეკონომიკური კრიზისით ისარგებლა და ოკუპირებული აფხაზეთი იძულებული გახადა ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. მისივე თქმით აღნიშნული დოკუმენტის მეორე პუნქტად ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობაა გაწერილი.