აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელოში შეხვედრებს მართავს. ლევან მგალობლიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროებების მოგვარებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება დაავალა. იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერები, გარდა წალენჯიხისა. აღინიშნა, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმეტესობა სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა მათთან უფრო აქტიურ კომუნიკაციასა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას გეგმავს.