პარლამენტმა აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. მეწარმეებმა საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა სახის პროდუქცია წარმოადგინეს. ღონისძიებას პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები ესწრებოდნენ.