აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს ევროკავშირი ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია:
ბალაქანის სასამართლოს მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აფგან მუხთარილისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა სერიოზულ კითხვებს აჩენს აზერბაიჯანში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის გამოხატვისა და მედიის თავისუფლების კუთხით და სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, რასაც აზერბაიჯანში მისი დაპატიმრება და სასამართლო დევნა მოჰყვა, კვლავ დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება სჭირდება.
ევროკავშირი საჭიროდ მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადახედოს ფუნდამენტურ უფლებების განხორციელების გამო დაპატიმრებულთა ყველა საქმეს და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.