აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ დღეს გამოიტანა. პროკურატურა მუხთარლისთვის რვაწლიან პატიმრობას ითხოვდა. ჟურნალისტს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში, კონტრაბანდასა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი.
შეგახსენებთ, მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. მუხთარლი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.