ანკარაში პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის შესასვლელს დანაღმული კომერციული ავტომობილი მიუახლოვდა და მანქანაში მყოფმა ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. თურქული მედიის ცნობით, მეორე ტერორისტი უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს. თავდასხმის შედეგად თურქეთის პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. აფეთქების შემდეგ ტერიტორიაზე ისმოდა სროლის ხმაც.