აფეთქება ქაბულში - დაღუპულია დაახლოებით 50 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქში, დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს, აფეთქება მოხდა. დასავლური მედიის მონაცემებით, დაღუპულია დაახლოებით 50  ადამიანი, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ ავტომობილში აიფეთქა თავი. აფეთქების ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები დააზიანა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.