ქაბულში გაერო-ს მისიის ავტომობილს თავს დაესხნენ, დაღუპულია ერთი ადამიანი
ქაბულში გაერო-ს მისიის ავტომობილს თავს დაესხნენ, დაღუპულია ერთი ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქში გაერო-ს მისიის ავტომობილს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ის სავარაუდოდ მძღოლია.

ორი პირი კი, დედა-შვილი, თავდამსხმელებმა გაიტაცეს. ინციდენტი დღეს გამთენიისას, ადგილობრივი დროით 6 საათზე მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

20 იანვარს ტერორისტები ქაბულის ცენტრში სასტუმრო ინტერკონტინენტალს დაესხნენ თავს. ისლამისტებმა ცეცხლი ფოიეში შეკრებილ სტუმრებსა და პერსონალს გაუხსნეს, ნაწილი მათგანი კი მძევლად აიყვანეს.

თავდასხმას საერთო ჯამში 18 ადამიანი, მათ შორის 14 უცხოელი ემსხვერპლა. მებრძოლები უსაფრთხოების ძალებმა შტურმის შედეგად გაანეიტრალეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.