აფეთქება თბილისში

ევაკუაცია სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან.

დიდუბეში მცხოვრები 100-მდე ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი. საბედნიეროდ, ცხრასართულიან კორპუსში ღამით მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩამონგრეულია რამდენიმე ბინა. წინასწარი ვერსიით, პირველ სართულზე განთავსებულ კომერციულ ფართში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ახლა კორპუსს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა, მისცემენ თუ არა ბინადრებს საკუთარ ბინებში დაბრუნების უფლებას. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა მიმდებარე კორპუსებიც.

ბინების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს მერია დახმარებას ჰპირდება.