აფეთქება რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზაზე

სამკვირიანი პაუზის შემდეგ რუსეთის სტრატეგიული ობიექტი ისევ აფეთქების ადგილად იქცა.

სარატოვის ოლქში მდებარე ენგელსის ავიაბაზაზე შეტევაში მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. უკრაინა მომხდართან კავშირს არ ადასტურებს. არის მსხვერპლი. ავიაბაზაზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, შორ მანძილზე მოქმედი რუსული ბომბდამშენებია განთავსებული. პარალელურად უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ეპიცენტრად კვლავ ქალაქი ბახმუტია, რომელზეც ბოლო ერთ დღეში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 28-ჯერ მიიტანეს იერიში. უკრაინის ხელისუფლება რუსეთისგან მოსალოდნელ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმებს აანონსებს.