ლიკანში, 15-სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მომხდარი აფეთქების გამო, სასტუმროში გადაყვანილი მოქალაქეების რაოდენობა 88-მდე გაიზარდა. შემთხვევის ადგილზე დღეს ექსპერტებს ელოდებიან, რომლებმაც კორპუსის მდგომარეობის შესახებ დასკვნა უნდა დადონ.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიიღო სახლის პატრონმა. 75 წლამდე ასაკის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება.