ადვოკატთა ასოციაციასა და პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანია, ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირება, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მოაწერეს.