ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

„სამართლის უზენაესობით ევროპისკენ, იურიდიული პროფესიის მისია“ – ამ თემაზე ადვოკატთა ასოციაციაში ქართული ადვოკატურის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ესპანეთის სამეფოს საელჩოს დიპლომატიური ოფისის ხელმძღვანელმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის წევრებიც. დღესვე დაგეგმილია ტრადიციული ფიცის დადების ცერემონიალიც. ადვოკატთა კორპუსს კიდევ 150 ახალი წევრი შეემატება. პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულები ადვოკატის ფიცს საზეიმოდ დადებენ. დაგეგმილია, მათთვის ადვოკატის მოწმობებისა და სერტიფიკატების გადაცემაც.