ნიკა მელია არ აპირებს მიმალვას, იგი მზად არის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე,- ამის შესახებ მელიას ადვოკატმა განაცხადა, რომელიც გენერალურ პროკურატურაში ბრალდების დადგენილების ჩასაბარებლად მივიდა.
გიორგი კონდახაშვილის თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის პროცესის წარმოებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია.