მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრების აქცია პარლამენტის შენობის წინ.
შეკრებილები საყოველთაო ამნისტიას ითხოვდნენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ შეიმუშავეს ამნისტიის კანონპროექტი, რომელსაც საკანონდებლო ორგანოში სექტემბრის დასაწყისში შეიტანენ. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მასშტაბით აქციები დაასრულეს, თუმცა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსვლებს ისევ აანონსებენ.