ადამიანის უფლებების დარგში მოღვაწე ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები ნიდერლანდების და საფრანგეთის საელჩოებმა დააჯილდოვეს.
ღონისძიება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც ყოველი წლის დეკემბერში აღინიშნება. ადგილობრივი პრემია „ტულიპ“ და 2 ათასი ლარი გადაეცა პირველ ადგილზე გასულ ორგანიზაციას, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს“. მიღებული თანხით დაგეგმილია პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საგანმანათლებლო ცენტრის აღდგენა.
როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, ორგანიზაცია დღეიდან საფრანგეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მფარველობით ისარგებლებს.