ადამიანის უფლებების დამრღვევთა მიმართ ბრიტანეთი სანქციებს აწესებს - ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რუსეთის მოქალაქეები არიან, რის გამოც მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება; აშშ-ის ხელისუფლება ბრიტანეთის გადაწყვეტილებას მიესალმა, რუსეთმა კი გაერთიანებული სამეფოს ნაბიჯს არამეგობრული უწოდა; პირები, რომლებზეც სანქციები ვრცელდება
ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ დიდი ბრიტანეთი სანქციებს აამოქმედებს.
ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სურს, რომ საგარეო საქმეებში ბრიტანეთისთვის ახალი დამოუკიდებელი როლი შექმნას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლონდონი აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს დამოუკიდებლად ადგენს. სანქციები გავრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც პოლიტიკურ მკვლელობებში, წამებაში, დამამცირებელ მოპყრობაში, იძულებით შრომასა და მონობაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რუსეთის მოქალაქეები არიან, რის გამოც მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება.