თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ აამოქმედოს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან ხელმოწერილი თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოში.
მათი განცხადებით, საუბარია 2016 წელს ხელმოწერილ დოკუმენტზე, სადაც მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია. დოკუმენტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებსაიტზე, შესაბამისად, საქართველოში, სავარაუდოდ, მას იურიდიული ძალა ჯერ არ შეუძენია.
ბრიფინგზე ითქვა, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს თუ სხვა შეზღუდვებს აწესებს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, არ აღიარებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და წყვეტს თანამშრომლობას მოქმედ რეჟიმთან.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარემ არ დაუშვას უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებული შეთანხმების რეალური ამოქმედება, რადგან აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს.
„ადამიანის უფლებათა სახლის“ განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.