ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სპეციალურად ამ დღისთვის ევროკავშირმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყეს.

2018 წლის კვირეული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება.

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა ჩატარდება.

კვირეული რუსთაველის მეტროსთან კამპანიით „ხმა ავიმაღლოთ ადამიანის უფლებების დასაცავად“ გაიხსნა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს ადამიანის უფლებების დასაცავად ბოლო წლებში არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, თუმცა გამოწვევები ისევ მრავლად არის.