ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტი

84 საქმე ადგილობრივ სასამართლოებში და სხვადასხვა საგამოძიებო სისტემებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ოჯახური ძალადობის, საკუთრების უფლების გადაცემის, იძულებითი ქორწინების შესახებ იურიდიული დახმარება გაეწიათ ქალებს.

პროექტის მიმდინარეობისას ცენტრის ანგარიშში სხვადასხვა გამოწვევებზეა საუბარი. კერძოდ, გამოიკვეთა დაზარალებულთათვის სტატუსის დროულად მინიჭების პრობლემა, არაეფექტური გამოძიება და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ნაკლებობა.

დოკუმენტი 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის ნოემბრის პერიოდში ჩატარებული პროექტის ფარგლებში მომზადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პრობლემების იდენტიფიკაცია წლის დასაწყისში მოხდა, რაზეც სხვადასხვა ღონისძიებები გატარდა, მათ შორის მომზადდა სპეციალური კითხვარი, ოჯახში ძალადობის გამოვლენის სწორი იდენტიფიკაციისათვის, გადამზადდა პოლიციელები, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები.