„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევებზეა საუბარი.
იდენტიფიცირებული პრობლემები მოიცავს სხვადასხვა სფეროს. ეს ეხება განათლების უფლებას. ბავშვები ვერ ახერხებენ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას, რადგან რეგიონებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის. ასევე პანდემიის დროს პოლიციელების მხრიდან ბევრი ჯარიმა გამოიწერა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალი პროექტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა. მიზანი დარღვევების იდენტიფიცირება, აღმოფხვრა და ბენეფიციართა სამართლებრივი დახმარებაა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტიზაციის პრობლემა იყო, 2020-2021 სასწავლო წელს სწავლა ძირითადად საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა და მოსწავლეებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყო.