ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

„მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“,- ადამიანის უფლებათა ცენტრმა  ამ სახელწოდების ანგარიში წარმოადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მონაცემები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. საუბარია ე.წ. სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ მასობრივ უფლება დარღვევებს, მათ შორის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, უკანონოდ დაკავებულ პირთა მოპყრობის, გადაადგილებისა და განათლების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე.

დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჰააგის სასამართლოს გადაეგზავნება.