„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლების ფრონტის ხაზზე დგას“, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ.