ადა მარშანია პარლამენტის თავმჯდომარეს იმპიჩმენტით დაემუქრა

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდა და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით დაემუქრა.

ადა მარშანიას თქმით, ის  სახელმწიფო ენის სტატუსთან დაკავშირებით, კონკრეტული წინადადებით გამოვიდა, რომელიც კონსტიტუციაში აფხაზური ენის განსაზღვრას ეხებოდა, თუმცა  უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ის მიზეზები განმარტა, რატომ არ შეიცვალა არსებული რედაქცია.  “შინაარსს, რომელიც კონსტიტუციაში 1995 წელს კანონმდებლებმა ჩადეს, არ ვეხებით და არ გვინდა, რომ შევეხოთ. არ გვინდა, აფხაზეთთან მიმართებით რაიმე შინაარსს შევეხოთ, სანამ შესაბამისი პირობები არ დადგება. მისი ცვლილება შეიძლება მხოლოდ მაშინ მოხდეს, როცა ღმერთმა ქნას და იურისდიქციის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება. ეს ჩანაწერი ბევრად უკეთესია, ვიდრე შემოთავაზებული ჩანაწერი“,-  მიმართა კობახიძემ მარშანიას.

სპიკერის მიმართვას, ადა მარშანია ისევ გამოეხმაურა და მას უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე უწოდა.