პარლამენტის მსგავსად, ოპოზიცია არც უმაღლეს საბჭოში იქნება. ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ შვიდმა დეპუტატმა მანდატებზე უარი თქვა, თუმცა, შესაბამის სიმბოლურ აქტს დღეს მხოლოდ ექვსმა მათგანმა მოაწერა ხელი.
პარალელურად, ბლოკმა საარჩევნო სიის გაუქმების პროცედურაც დაიწყო. წინა მოწვევისგან განსხვავებით, ამჯერად საბჭოში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობითაა წარმოდგენილი. პირველმა სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. შენობის გარეთ ოპოზიციის აქტივისტები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავდნენ.