აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ორი წლის საქმიანობა შეაჯამა. ათი თვის მონაცემებით, აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 1 700 000-ს გადააჭარბა, რაც თითქმის 18-პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელია.
იმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობამაც. 2016 წელთან შედარებით, წელს რეგიონში საერთაშორისო ფრენების რიცხვი 41 პროცენტით გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობები 17 ქვეყანაში განახორციელა.
დამატებით 15 მარშრუტი ამოქმედდა მთიანი აჭარის მიმართულებით. ვიზიტორთა რაოდენობა კი მთიან აჭარაში წელს 98 პროცენტით გაიზარდა.