აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს, პირველად ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე Satte 2024 ეცნობიან.
რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ინდოეთისთვის საქართველო ახალი ტურისტული მიმართულებაა. გასულ წელს, პირველად ამოქმედდა პირდაპირი რეისები ნიუ დელი-თბილისის მიმართულებით. გამოფენაზე 50 ქვეყნის 1500-ზე მეტი ტურისტული კომპანია, სახელმწიფო ორგანიზაცია და ტურისტული ბიზნესია წარმოდგენილი.