აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2023 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. განხორციელებულ პროექტებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა ციტრუსის რთველზე. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტზე, მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 3 273 628 ლარით გაიზარდა და განისაზღვრა – 32 014 578 ლარით, რომელიც მოიცავს 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.
შეხვედრის ბოლოს, სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლები.