საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს.
მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან ტატიშვილის კანდიდატურას მხარი სამმა დაუჭირა. ახალი დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს. ტატიშვილი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 22 ნოემბრიდან შეუდგება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა. წინა კონკურსზე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დირექტორი ვერ აირჩიეს, ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.