აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება

ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტს თორნიკე რიჟვაძე ეხმაურება. აჭარის მთავრობის სხდომა მან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, ეს ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და დარღვეულია ოკუპაციის შესახებ კანონი.