აჭარაში საერთაშორისო ტურისტების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მთავრობის სხდომაზე ვიზიტორების 2024 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა წარადგინა. რიჟვაძის თქმით, მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, 14 პროცენტით არის გაზრდილი. ბათუმს ასევე ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი შეემატება.
სპორტული ობიექტის პროექტი მზადაა. პროექტის მიხედვით, ყინულის არენისა და ორი აუზის მოწყობა საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დასკვნით ეტაპზეა სოციალური პროექტის, ოცნების ქალაქის მშენებლობა და უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს.